logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

25 აპრ 202110:54
3 წუთის საკითხავი
 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 966 ადამიანს დაუდასტურდა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 303 751-ია. 

გარდაიცვალა 18 ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 025 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 1 222 პირი. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 888 ტესტი, მათგან 6 974 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 914 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 222 პირი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 21, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -  7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 970, აჭარაში - 422, იმერეთში - 397. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში - 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში - 85, აჭარაში - 10, იმერეთში - 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 - თბილისში, 287 - აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 24 518 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 823 პირი, აჭარაში - 2 484, იმერეთში - 1 196.


close დახურვა